Wednesday, 12 October 2016

                                              ტრენინგის IX დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან  წარვადგინეთ ჩვენი პროექტები, გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.გავითვალისწინეთ მითითებები, რჩევები.შევიტანეთ საბოლოო ცვლილებები პორტფოლიოში.

Wednesday, 5 October 2016

                                                         ტრენინგის VIII  დღე

დღევანდელ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს,შევიტანეთ ცვლილებები და შესწორებები პროცედურებში, შევქმენით ფასილიტაციის online კითხვარი.

Tuesday, 4 October 2016

                                                    ტრენინგის VII
დღვანდელ დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, შევადგინეთ დიფერენცირების კითხვარი ,გავეცანით რესურსებში მხარდაჭერის დოკუმენტებს ,ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო. 

Tuesday, 27 September 2016

                                                         ტრენინგის  VI  დღე

დღვანდელ დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე. გავეცანით შეფასების დაგეგმვის ცხრილსა და სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს. ბლოგზე  ავტვირთეთ მოსწავლის ნიმუში, ვისწავლეთ ფეიჯებისა და გაჯეტების შექმნა. ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა .

Wednesday, 21 September 2016

                                                    ტრენინგის V დღე

დღევანდელ დღეს გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს,საავტორო უფლებებს,drive-  ში დავაკოპირეთ ლინკები, powerpoint-ში შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Tuesday, 20 September 2016

                                                               ტრენინგის   IV   დღე



        დღევანდელ  დღეს განვიხილეთ შეფასებების სხვადასხვა მეთოდი.ვისაუბრეთ, რა არის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზანი.პროექტის გეგმაში ჩავწერეთ რა მეთოდებსა და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დასადგენად,თვითრეგულირებადი სწავლის შესამოწმებლად.ერთმანეთის ბლოგზე დავწერეთ კომენტარი.

Tuesday, 13 September 2016

                                                            ტრენინგის III დღე
   დღვანდელ დღეს გავეცანით მე-2  მოდულს: განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, განვიხილეთ სასარგებლო რჩევები ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების ფორმულირებისთვის.